01ᲝᲠᲘ ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲝᲚᲘ
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია — iclinic.ge ორ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა როლს ასრულებს:
- ეს ვებგვერდი (iclinic.ge) — საინფორმაციო საიტი. აქ შემოსულ მონაცემებზე (მაგალითად, დემოს განაცხადი) გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, ანუ ჩვენ ვართ მონაცემთა დამმუშავებელი.
- კლინიკის სამუშაო გარემო (პლატფორმა) — იქ პაციენტების მონაცემებს ამუშავებს კლინიკა. კლინიკა არის მონაცემთა დამმუშავებელი, ჩვენ კი — უფლებამოსილი პირი, რომელიც მოქმედებს კლინიკის მითითებით და მასთან გაფორმებული მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულების (DPA) ფარგლებში.
ეს დოკუმენტი ეხება პირველს — ამ ვებგვერდს. პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების შესახებ იხილეთ ქვემოთ, თავი „პაციენტებისთვის“.